პროექტის იდეა (თემა)-ცხოვრებისეულ და პრაქტიკულ
ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეთა მომზადება გარემოს
გაფრთხილებასა და დაცვისათვის. გაცნობა
ქალაქში არსებულ ერთ საჭირბოროტო საკითხზე როგორიცაა ქალაქის სისუფთავე, ეკოლოგიური
პრობლემები.
პროექტის აქტუალობა: დედამიწა ჩვენი
სამშობლოა, მაგრამ გვიფიქრია იმაზე რას ვაკეთებთ მის დასაცავად, ხელს ხომ არ ვუწყობთ
მის განადგურებას? გარემოდან იზოლირებული ადამიანი დიდხანს ვერ გაძლებს, დაიღუპება,
უპირველესად მას უჰაერობა, უფრო სწორად უჟანგბადობა დაახრჩობს, თუ მხოლოდ ჰაერს მივაწვდით,
ცოტა ხანში მას წყურვილის სურვილი დაეუფლება. მაგრამ ისმება კითხვა, საიდან რა წყაროებიდან
უნდა დაუკმაყოფილდეს ადამიანს ეს საჭიროება?ცხადია ეკოლოგიური ჯანსაღი გარემოდან.
პროექტის მიზნები: ეკოლოგიური საფრთხე რომ არ დაემუქროს
ჩვენს დედამიწას კერძოდ ჩვენს დედაქალაქს ჩვენ ადამიანებს ძალიან ბევრი რამ გვევალება.
უპირველესად დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩევენ მშობლიურ ბუნებას. თურმე ადამიანი იმაზე
მეტ ბუნებრივ რესურს ხარჯავს ვიდრე მათი განახლება ხდება. მაგალითად ტყეები წელიწადში
2-3%-ით იზრდება ადამიანი კი ამაზე გაცილებით მეტს ჭრის და ანადგურებს. პროექტის მიზანია
მოსწავლეებმა შეისწავლონ ეკოლოგიური საფრთხის გამომწვევი ფაქტორები, ქალაქში არსებული
პრობლემები, ჩაატარონ გამოკვლევები და ყველას დაანახონ თუ რაოდენ საზიანოა არაჯანსაღი
გარემო ჯანმრთელობისათვის.
მოსწავლეთა ასაკი: მე–4 კლასი.
მოსალოდნელო შედეგები/პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას/:
მეტი დაინტერესებათუ რა აწუხებს დედამიწას, კერძოდ უადგილო ნაგავსაყრელები, დაბინძურებული
ჰაერი, დაბინძურებული წყალი, ტყის ხარჯზე გაყვანილი გზები, გაჩეხილი ტყეები.
პროექტის ძირითადი საჭირო რესურსები: წინასწარ აწყობილი
პრეზენტაცია, პლაკატები, ვიდეო მასალა, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა /ძირითადი აქტივობები/:
მოსწავლეებს მიეცემათ დავალებები შექმნან ან მოიძიონ შესაბამისი თემისათვის მასალები,
პლაკატები, სტატიები, ფოტოები, ვიდეო მასალები და ა.შ. რაც აღწერს ქალაქის ეკოლოგიურ
მდგომარეობას. მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას და დაამუშავებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების
გამოყენებით.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფბთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.ამ
პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირების დამყარებას. (ქართული
ენა, ბუნებისმცოდნეობა, მათემატიკა, ხელოვნება)
ქართული ენა:
შეძლებენ ინტერვიუებისათვის კითხვარის შექმნას და ჩაწერას, შექმნიან ესეებს და ჩანახატებს.
ბუნებისმცოდნეობა:
გაეცნობიან ადამიანსა და გარემოს შორის ურთიერთდამოკიდებულებას, გაუჩნდებათ ინტერესი
სამყაროს შესახებ. გაეცნობიან ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას, ეროვნული სასწავლო გეგმის
მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავდეს სამყაროსა და გარემოს შესწავლა მისი დაცვისა და
შენარჩუნები უნარ-ჩვევები.
მათემატიკა: შექმნიან
ტყის აღდგენის ალგორითმს.
ხელოვნება: შეასრულებენ
შესაფერის აპლიკაციებს და შექმნიან ბუნების
თემაზე ჰერბარიუმს.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ბერიძე.
პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:beridze71@gmail.com